კონფერენციის შესახებ

ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც ყველგან ინფორმაციაა, მაგრამ ყველა ინფორმაცია არ არის ინფორმაცია. სადაც ათასობით მედიაა, მაგრამ ყველა მედია არ არის მედია. სადაც თითოეული ჩვენგანი ინფორმაციის მომხმარებელია, მაგრამ არ არის მხოლოდ მომხმარებელი. სადაც ყველას შეუძლია იყოს ინფორმაციის წყაროც, მედიაც და მომხმარებელიც ერთდროულად. რენე მაგრიტის სურეალისტური სამყაროსგან განსხვავებით, ეს ჩვენი რეალობაა. როგორ გადავრჩეთ ასეთ სამყაროში? სად გავარჩიოთ ტყუილ-მართალი? რა დავუპირისპიროთ fake news-ს, დეზინფორმაციას და პროპაგანდას?

ამ კითხვებზე საპასუხოდ სამთავრობო და არასამთავრობო სექტორი, მედია და კომუნიკაციის სპეციალისტები, კრეატიული ინდუსტრიის და განათლების სფეროს წარმომადგენლები, ინფლუენსერები და მკვლევარები 20 ნოემბერს, ტექნოპარკში იკრიბებიან. თუ ხარ სკოლის მოსწავლე, სტუდენტი ან უბრალოდ ადამიანი, რომელსაც ეს საკითხი აღელვებს, ეს კონფერენცია შენთვისაა.

გამომსვლელები

სალომე ბარკერი

ფორმულა კრეატივის ციფრული განყოფილების ხელმძღვანელი

განათლებით ჟურნალისტი სალომე მეცხრე წელია, რაც სოციალურ მედიაში "მაიმუნობს" - ანუ მუშაობს სხვადასხვა კომპანიებში საზოგადოებასთან კომუნიკაციისა და ციფრული მარკეტინგის მიმართულებით. თუმცა განსაკუთრებულად შეყვარებულია “ჩემი ცოლის დაქალებზე” და ამ სერიალში მუშაობა მისი ცხოვრების ყველაზე სასიამოვნო ეპიზოდია. თავისუფალ დროს წერს, კითხულობს და ებრძვის რუსეთს.

გურამ როგავა

ჟურნალისტი

ბოლო ორ წელზე მეტია საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე, მოამბის ჟურნალისტია - მუშაობს ტერორიზმის, კონფლიქტების, უსაფრთხოების, თავდაცვის საკითხებზე. 3 თვის განმავლობაში აშუქებდა მაიდნის აქციებს კიევში,დონეცკში სეპარატისტული მოძრაობის დაწყებას, მოგვიანებით, ყირიმის ანექსიას და ძალიან ახლოს იცნობს რუსეთის რბილი და უხეში ძალის თავისებურებებს.

გიორგი ქადაგიძე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის სრული პროფესორი, დეკანი

გიორგი ქადაგიძე 2009-2016 წლებში იყო საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარე და პრეზიდენტი; ასევე, საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ალტერნატიული მმართველი და შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის მმართველი საქართველოს მხრიდან.

ეთო ბუზიაშვილი

საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტი

ეთომ ახლახანს დაამთავრა სამაგისტრო პროგრამა ჟენევის უნივერსიტეტში, სადაც მის საკვლევ თემას წარმოადგენდა რუსეთის საინფორმაციო ოპერაციები დასავლეთის წინააღმდეგ. იგი მანამდე მუშაობდა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოსა და შინაგან საქმეთა სამინისტროში, სადაც სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავებაში იღებდა მონაწილეობას.

მარიამ ბაჯელიძე

Big Shark at Socialsharks

მარიამ ბაჯელიძე სოციალური მედიის მარკეტინგის კომპანია Socialsharks-ის დირექტორია. მეოთხე წელია, რაც სოციალური მედიის ოკეანეში "სქროლით" ცურავს. პარალელურად, ფეისბუქჯგუფის - "თავისუფლების გამავრცელებელი საზოგადოების" ადმინია და თავისუფალ დროს თავისუფლებას ავრცელებს.

ქეთი დევდარიანი

სცენარისტი

ქეთი დევდარიანი „შაბათის შუადღის“ წამყვანი და 2 სრულმეტრაჟიანი ფილმის სცენარის ავტორი და „ჩემი ცოლის დაქალების“ სცენარისტია. მისი სერიალი ის იშვიათი გამონაკლისია ქართულ სატელევიზიო სივრცეში, რომელიც აქტუალურ სოციალურ პრობლემებს ეხება და უკვე მეშვიდე წელია პოპულარობას არ კარგავს.

სოფო გელავა

მედიის განვითარების ფონდის, მედია წიგნიერების პროგრამების კოორდინატორი

სოფო არის პლატფორმა "მითების დეტექტორის" რედაქტორი, რომელიც მიზნად ისახავს მედიაში გავრცელებული დეზინფორმაციის აღმოჩენასა და გადამოწმებას. ის ჩართულია კვლევით საქმიანობაშიც და მონაწილეობა მიუღია არაერთ კვლევაში, რომელიც კრემლის პროპაგანდისა და რადიკალიზაციის საკითხებს შეეხებოდა.

ზვიად აძინბაია

საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტი

ზვიადს გააჩნია ტრანსნაციონალურ ორგანიზაციებში (NATO, ევროკავშირი), საერთაშიროსო არასამთავრობო, სამთავრობო და მედია ორგანიზაციებთან თანამშრომლობის რამდენიმეწლიანი გამოცდილება. ამჟამად, ზვიადი იკვლევს გზებს, თუ როგორ შეიძლება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით დეზინფორმაციასთან და პროპაგანდასთან გამკლავება.

რატი პერტია

imitom.ge-ს თავმჯდომარე

რატი პერტია თავისუფალი უნივერსტეტის ბიზნესის სკოლის სტუდენტია. თითქმის ერთი წელია, ის და მისი გუნდი მართავს ახალგაზრდულ პლატფორმა imitom.ge-ს, სადაც ისინი წერენ ყველა თემაზე, რაც ახალგაზრდებს აინტერესებთ.

პანელისტები

დავით რაქვიაშვილი

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი

გამოცდილი დიპლომატი, ჟენევის დისკუსიების მონაწილე და საქართველოს ყოფილი დესპანი ამერიკის შეერთებულ შტატებში. ხელი მოაწერა მემორანდუმს „ეროვნული მედეგობის ცენტრის“ დაფუძნების შესახებ, რომლის მთავარი მიზანი ჰიბრიდულ გამოწვევებთან ბრძოლაში შემაკავებელი სტრატეგიებისა და კონკრეტული საპასუხო ნაბიჯების შემუშავებაა.

გიორგი მოლოდინი

სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრი - საქართველოს ხელმძღვანელი

წუთში 456,000 ტვიტი და 300 000 ფეისბუქსტატუსი იწერება, დღეში 300 მილიონზე მეტი ფოტო, 3,5 მილიარდი ინტერნეტმომხმარებელი - ეს კომუნიკაციის ქაოსია, რომელში გზის გაკვლევასაც გიორგი მოლოდინი ბოლო 7 წელია ცდილობს. წერს და ახორციელებს კომუნიკაციის სტრატეგიებს, სწავლობს და ასწავლის, ეხმარება და ეხმარებიან.

ნინო ბოლქვაძე

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი

თითქმის 2 წელია ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორია. წლების განმავლობაში იმუშავა ეროვნული უმცირესობების ინტეგრაციის პროგრამებზე, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დარგში. მუშაობდა ეუთოსა და ნიდერლანდების საელჩოში, ასევე სხვადასხვა თემატურ პროექტზე.

თამარ კინწურაშვილი

"მედიის განვითარების ფონდის" დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი

თამარი უკვე წლებია იკვლევს თუ როგორ მუშაობს პროპაგანდა და როგორ ვრცელდება დეზინფორმაცია. თამარმა მის გუნდთან ერთად შეიმუშავა გზამკვლევი, რომელიც მედიის მომხმარებლებს ყალბი ინფორმაციისა და მანიპულაციების აღმოჩენაში ეხმარება. თამარი ასევე ხელმძღვანელობს "მითების დეტექტორის ლაბორატორიას მედია წიგნიერებისთვის".

ნატა ძველიშვილი

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი

ნატა პროფესიით ჟურნალისტია და 2015 წლიდან ხელმძღვანელობს ქარტიას, რომელიც მედიის თვითრეგულირების ორგანოა. კითხულობს ლექციებს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში. მუშაობს მედიის საკითხებზე, ამზადებს კვლევებს, ანგარიშებს, გაიდლაინებს.

ქეთევან რეხვიაშვილი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი

ქეთევანი 14 წელია კომუნიკაციების სფეროში მოღვაწეობს, აქედან 7 წელია კომუნიკაციების კომისიაში მუშაობს და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტების განხოციელებაში შეაქვს წვლილი. ორი წელია კომისიის მედია წიგნიერების განვითარების პროექტის მენეჯერია.

პარტნიორები

Playlist

კონტაქტი

info@demlab.ge

+995 577 191417

Facebook